ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

ბიუჯეტის ქურდები!

ნახევარი მილიონი ლარი და ქართული ოცნების დებუტატის ბიუროს  ქვეყნიდან გაქცეული ხელმძღვანელი. რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და როგორ შეძლო დავით კამლაძემ, რომელსაც ბეჟან წაქაძის ბიურო აბარია, ხალხის ფულის მოპარვა ისე, რომ ნაძარცვმა ნახევარ მილიონ  ლარს გადააჭარბა.

დავით კამლაძე, ბეჟან წაქაძის დახმარებით მოსახლეობის სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ კომპანიებს, მათთან ყალბ  ხელშეკრულებებს აფორმებდა,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის მიზნით თუმცა მას არც ტრაქტორი და არანაირი ტექნიკა არ  შეუძენია. დავით კამლაძის თაღლითური სქემა ამით არ სრულდება.  ფიქტიური და უსაქონლო შესყიდვების პარალელურად ბეჟან წაქაძის მარჯვენა ხელი სახელმწიფოს შეუსყიდავი საქონლისთვის დამატებითი ღირებულების გადახდასაც აკისრებდა.

თაღლითობისა და ფულის მოპარვისთვის დავით კამლაძე ფინანსურმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2021 წელს დააკავა, მაშინ მას ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 000 ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი,  თუმცა დეპუტატმა წაქაძემ ის პრემიერ მინისტრის, ირაკილი ღარიბაშვილის დახმარებით ციხიდან 8 თვეში დაიხსნა და ისევ ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნა. მან კვლავ გააგრძელა სახელმწიფოს გაძარცვა და ამჯერად 1 500 000 ლარი მიითვისა. დავით კამლაძეს ფინანსური პოლიცია ეძებს, ის ქვეყნიდან გააპარეს, თუმცა მანამდე მის საკუთრებაში არსებული ქონება  სხვებზე გადააფორმა.

სახელმწიფო ბიუჯეტმა 1 500 000 ლარით იზარალა, ვინაიდან დავით კამლაძე ორგანიზებულად, თაღლითურად, ახორციელებდა უსაქონლო ოპერაციას, ერთი სოფლის მოსახლიდან ყიდულობდა ან ყიდდა სპეციალურ აგრარულ ტექნიკას, სოფლის მეურნეობის ტექნიკას და შესაბამისად, შემდგომში უკვე დღგ-ს იბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის კლასიკური ნიმუში  იმ მძიმე ელიტური კორუფციის  რომელსაც ჩვენ ვეძახით კლეპტოკრატიას,  კლეპტოკრატიული რეჟიმია დღეს ქვეყანაში, ვინაიდან ბეჟან წაქაძე არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი  – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელმა ლაშა ფარულამ.

აქ არის ბრძოლა მინი ოლიგარქებს  და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების გამო, ამაზე ზემოთ არნიშნული კონკრეტული ფაქტიც მეტყველებს, როდესაც დავით კამლაძე  ქართული ოცნების პოლიტიკოსების დახმარებით ახერხებს თავი დააღწიოს მსგავს ბრალდებას – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *