ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

კორუფციითა და დაუდევრობით ჩავარდნილი მაგისტრალის შემოვლითი პროექტი

ქართული ოცნების მთავრობის მიერ კორუფციული გზით შერჩეული ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოებით დღითიდღე იზრდება მოსახლეობის ზარალი. ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას გზის მონაკვეთი რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და აკავშირებს უმნიშვნელოვანეს კურორტ ნუნის-თან ფაქტობრივად შეუძლებელია მისვლა. გზაზე შეჩერებულია ყველა სამუშაო, მიყრილია ტექნიკა, მოსახლეობის ეზოებში შეტანილია სამშენებლო მასალები, არ გადაუხადეს ქირის ფული, ხოლო გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები გაქრნენ უგზოუკვლოდ.

ხარაგაულის გადასახვევთან სადაც გამოკრული იყო საინფორმაციო  ბანერი მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად მხოლოდ დასრულების თარიღი ამოჭრეს, შემდეგ კი საერთოდ ჩამოხსნეს. ადგილობრივის თქმით წინა ღამეს მან ნახა ეს ბანერი და დილას უკვე აღარ დახვდა.

,,ჩამოშლილი ახალი ინფრასტრუქტურის გამო რიკოთის უღელტეხილზე დაწესებულია საავტომობილო შეზღუდვა, რის გამოც მძღოლებს გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით უწევთ მგზავრობა, შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქონდა გეგმა, რომლის მიხედვითაც სწორეს ეს გზა უნდა ყოფილიყო, შემოვლითი გზა. ყველაზე მოკლე, კომფორტული მძღოლებისთვის, თუმცა სამინისტრომ სავარაუდო კორუფციული გზით შეარჩია კომპანიები რომლებიც არიან ქართული ოცნების შემომწირველები და შედეგიც სახეზეა, მიტოვებული გზა და შეჭმული მილიონები. ქართული ოცნების მთავრობის ანონსი რომ ეს იქნებოდა საუკუნის პროექტი, მოქალაქეებისთვის საშვილიშვილო ტვირთად იქცა, ვინაიდან მილიონები აიღეს ვალად, პროექტი ჩააგდეს და ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი იქნება სამწუხაროდ ეს ვალი’’. – ლაშა ფარულავა, ანტიკორუფციული მოძრაობა.

,,ჩუმალეთი-ხარაგაული-ძირულის გზის მონაკვეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარაგაულს მუნიციპალიტეტისთვის, დაახლოებით ხარაგაულის მოსახლეობის ¼ სარგებლობს ამ გზით. ეკონომიკური თვალსაზრისით ხარაგაულის მოსახლეობისთვის ეს მომგებიანი პროექტი იყო, ეს გზა ასევე უკავშირდება სოფელ ნუნისს, სადაც ადამიანებს უპრობლემოდ შეეძლოთ მისვლა. რაც ყველაზე მთავარი იყო და არის ეხლაც ეს პროექტი დასრულებული უნდა იყოს უკვე. იქიდან გამომდინარე რომ რიკოთზე მიმდინარეობს სამუშაოები და რაიმე შეფერხების შემთხვევაში ეს გზა უნდა ყოფილიყო შემოვლითი გზა საიდანაც 40კმ/სთ დაფარვა 20-25 წუთში შეეძლებოდა მგზავრს, მაგრამ არ გაკეთდა ეს პროექტი, ალბათ ინფრასტრუქტურის მინისტრი ახლოსაც კი არ არის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, იმიტომ რომ ეს პროექტი დასრულებული უნდა ქონოდა უკვე. რამოდენიმეჯერ ჩატარდა უკვე ტენდერი, 8-ჯერ გამოცხადდა ტენდერი და ყოველ ჯერზე ჩავარდა, ან პროექტს აქვს პრობლემა ან დაფინანსებას ან შესრულებას. ფაქტიურად თითი თითზე არ დაუკარებია არავის, არაფერი არ კეთდება და მწყობრიდან არის გამოსული. გაკეთების მაგივრად გააფუჭეს. სოფელ მარილისში მიწის გამაგრებითი სამუშაოების დროს რკინიგზის გადასასვლელი ხიდი დაანგრიეს. აშენების მაგივრად დაანგრიეს და აქედან გამომდინარე მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი. გადაადგილება არ შეუძლიათ ამ გზით, წინა საარჩევნოდ 2020 წელს ამოვიდა ქარსელაძე დააგო 150 მეტრი გზა და მოსახლეობას შეპირდა 2021 წლისთვის ეს პროექტი იქნება დასრულებულიო. დღეს არის 2023 წლის 12 მაისი და არაფერი არ არის გაკეთებული’’. – თორნიკე ავალიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს წევრი.

,,რამდენი ხანია უნდა გაეკეთებინათ და მიატოვეს და დაგვტოვეს ასე, არც ავტობუსი დადის, არც არაფერი დადის, მიზეზი არ ვიცი მე, ფული ჩაიდეს ჯიბეში და წავიდნენ’’ – აცხადებს ხარაგაულის მაცხოვრებელი ომარ დემეტრაშვილი.

,,მე მაშინათვე ვუთხარი რომ თქვენ არა ხართ გამკეთებლები თქო, გამკეთებლები რო ყოფილიყავით ამდენ ხანს გაკეთდებოდა ეს გზა, აქ არის უპატრონობა, ვერც უბანი ვერ ლაპარაკობს, რა ქნას ხალხმა’’ – აცხადებს ხარაგაულის მაცხოვრებელი ლანა კორკოტაძე.

,,ვალები დარჩათო და იმიტომ მიატოვესო, ყანაში დაგვიყარეს ხრეში, იმის ფული უნდა აგვეღო და ისიც მოსაცემი აქვთ’’ – აცხადებს ხარაგაულის მაცხოვრებელი.

გაჩერებული სამუშაოები ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დაათვალიერა, ორგანიზაციაში ამბობენ რომ კომპანია რომელმაც ტენდერი მოიგო სხვადასხვა წლებში ოცნების შემომწირველი იყო, შესყიდვების სააგენტოს კი შავ სიაშიც კი არ შეუყვანია.

ხარაგაული-ზესტაფონის შემოვლითი გზის პრობლები კარგად იციან ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციაშიც, რომლებიც დარწმუნებულები არიან რომ ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას.

,,ინფარსტუქტურის სამინისტროს გეგმის მიხედით სწორედ აი ეს გზა უნდა ყოფილიყო შემოვლითი გზა რომელიც იქნებოდა ყველაზე მოკლე, კეთილმოწყობილი, თუმცა სამინისტრომ სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო შეარჩია კომპანიები და შედეგიც სახეზეა. მიტოვებული სამუშაოები და შეჭმული მილიონები’’ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.