რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში ყველას გვიმტკიცებდა რომ საქართველოში ბიზნესი არ ჰქონდა, თუმცა ამასობაში დადასტურდა რომ არამხოლოდ ბიზნესი აქვს, არამედ სახელმწიფო შეღავათებით, თაღლითურად მილიარდებს შოულობს კრიპტოვალუტის მაინინგით.
მოგეხსენებათ, რომ ივანიშვილის ბიტკოინის ქარხანას დენი 8 თეთრად მიეწოდება, როცა მოქალაქეები ელექტროენერგიაში ორჯერ უფრო მეტს, ხოლო ბიზნესი სამჯერ უფრო მეტს იხდის!
სემეკმა და დავით ნარმანიამ მოქალაქეებს 22 თეთრი და მეწარმეებს 30 თეთრი დაუდგინა!
სწორედ ეს არის კორუფცია და თაღლითობა!
სწორედ ამიტომ დასვა ივანიშვილმა სემეკის თავჯდომარედ დავით ნარმანია, რომ მის ყველა კორუფციულ და თაღლითურ სქემას მწვანე შუქი აუნთოს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე მილიარდები გამოიმუშავოს.
ბოლო წლებში ივანიშვილის ბიტკოინის მაინერების ქსელის გაფართოებით შეიქმნა ენერგოდეფიციტი, გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და დამოკიდებული რუსეთზე, ხალხს გაუძვირდა ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ივანიშვილმა მილიარდებს მილიარდები მიამატოს.
კომუნალურ გადასახადებზე ტარიფები უნდა განახევრდეს, ჩვენ ნაციონალური მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ ამ კონკრეტული მოთხოვნით კამპანიას, შევხვდებით მოსახლეობას და ავუხსნით გაძვირებული ცხოვრების რეალურ მიზეზს და ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას. – განაცხადა ლაშა ფარულავამ
