ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

საფრთხედ ქცეული რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა

ბზარები  რომლის შედეგებიც შესაძლოა მძიმე და ტრაგიკული იყოს ვიდრე ბიუჯეტიდან მილიარდების  ფლანგვა, ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო აშკარა ხდება რომ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე მაშტაბურ სამუშაოებში რაღაცა ისე ვერ არის. გეოლოგიურ პრობლემებთან ერთად სახეზეა ეკოლოგიური, ტექნოლოგიური, ადამიანური, ფინანსური და სხვა რისკები რომლის სათანადოდ შეფასება, გაანალიზება როგორც ჩანს არც არავის გაუკეთებია. ყოველი წვიმის შემდეგ სადღაც მეწყერი წვება, რიონის რამდენიიმე სანტიმეტრით ადიდება საკმარისია რომ სადღაც ხიდი ჩავარდეს.

არავის გაუთვალისწინებია არც მოსახლეობის ინტერესები და როგორც ჩანს ახალ მაგისტრალზე გასულ მგზავრებსაც მოუწევთ  სიტყვაზე ენდონ მშენებლებს, რომ იქ  გადაადგილება უსაფრთხოა, მოკლედ ერთი პროექტის ფარგლებში ქართული ოცნების მმართველობის 10 წლიანი პერიოდისთვის  დამახასიათებელმა ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა თავი.

„ეს ბზარები აქ არ ყოფილა, გასული წლის მაისში მას შემდეგ დაიწყო რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში მაგისტრალის მშენებლები გამოჩნდნენ და სოფლისთვის ძირის გამოთხრა დაიწყეს.“

„სამხარაულმა  ბზარები რო  ვერ უარყო სახლში და რო ვერ თქვა რომ არ არის ბზარები აქ ამ ტერიტორიაზე, ესეთი დასკვნა დაგვიწერა რომ არსებობს ბზარები და აღენიშნება სახლებს, თუმცა ეს არ არის საცხოვრებლად საშიში და ეს ბზარები არ არის ავტობანის მშენებლობით გამოწვეული, ეს ბზარები არის გამოწვეული იმითი რომ ეს სახლები არის უხარისხო ნაშენები. გამოდის რომ ჩვენ წინაპრებს უნდა გაეთვალათ რამოდენიმე წლის უკან რომ ჩვენ აქ ასაფეთქებლებს დაგვილაგებდნენ სახლის ქვემოთ და იმისთვის უნდა გაეძლოთ ჩვენ სახლებს“ – განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა ლელა მანაგაძემ.

ყოველ დღე დღეში მინიმუმ 5 აფეთქება იმ 2 გვირაბის მშენებლობას ჭირდება რომელიც ამ მთაზე შეფენილი სოფლის ქვემოთ გახლავთ. გრუხუნით გაბეზრებულ და პერმანენტული ბიძგებით შეშინებულ მოსახლეობას კი უმტკიცებენ რომ გვირაბები უშუალოდ მათი სახლების ქვემოთ კი არა არამედ დაუსახლებელი მთის ფერდში გადის.

„თვითონ როგორც ამბობენ ეს გვირაბი გადის ფერდში რომელიც არ არსებობს, ამ სოფელში ფერდის ის ნაწილი რომელზეც თვითონ საუბრობენ არ არსებობს. პირდაპირ ფერდიდან იწყება მოსახლეობა და ამ მოსახლეობის ქვეს ორი გვირაბი რომელსაც საკმაოდ ფართე არეალი ჭირდება თავისი ბუფერით, როგორ უნდა ჩაეტიოს არ არსებულ ფერდში ვერ ვხვდებით. დარწმუნებულები ვართ რომ ეს გვირაბები გადის სახლების ქვეშ და ძალიან გვეშინია და რომ მართლა სადმე რამემ არ უმტყუნოს და კატასტროფის წინაზე არ დავდგეთ. „- განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმ თამთა პერანიძემ.

მოსახლეობის შიშები რომ საფუძვლიანია ყოველდღიურად მტკიცდება, იმ ახალ ახალი ბზარების გარდა რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებს უჩნდებათ რაც საფრთხის შეგრძნებას ზრდის პრაქტიკულად ყოველ საათში იცვლება გარემო, რომელშიც აქაურებს ცხოვრება უწევთ.

„22 მეტრო ჭა მაქვს  ეზოში რომელსაც მთელი სოფელი იყენებს სასმელი წყალი ერთადერთი  გვაქვს მთელ ამ დაბლა უბანს, ეხლა გაივსო ეს წყალი, ერთი დღეა და მხვდება პირამდე სასვსე, 2 მეტრო აკლდა დაახლოებით ყელზე მოსვლას რომ ბეტონზე გადმოსულიყო და რომ დავრეკე რომ ესეთი სიტუაციაა ხალხო მეთქი ეს ჭა ესე არავის არ ახსოვს და გამიკეთეთ გეოლოგიური, გეოდიზიული და ლაბორატორიული კვლევა,  მე რო ვიკითხე მითხრეს რომ აფეთქების შედეგად ქანები იმდენად დაზიანდა უკვე რომ ზედაპირული წყალიც შედის, ჩხრიალის ხმა ისმის ჭაში წყალი რო ჩადის, ქვები ალაგ ალაგ გამოცვენილია, ქვათა ცვენა ჭაში დაწყებულია რომელიც საერთოდ ამოშენებული არაა ლიპზეა გაჭრილი.“ – განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმ ლელა მანაგაძემ.

საფუძვლიანი გეოლოგიური გეოდიზიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მოთხოვნიდან თვე ნახევრის შემდეგ, ლელა მანაგაძის ჭიშკართან როგორც იქნა ექსპერტი გამოჩნდა.

„გეოლოგიური კვლევა გააკეთა კაცმა, ლაზერით გაზომა წყლის სიღრმე თურმე ეს ყოფილა და რა ვიცი ეხლა მედიცინის თანამშრომელი ვარ და ლაბორატორიაში ვაკეთებთ რო რამე ანალიზი გვინდა და ამან ამოიღო ჭიდან წყალი მოსვა და რას ერჩით ამ წყალს კარგიაო თქვა.“-განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა ლელა მანაგაძემ.

ალბათ ეს ყველაფერი მართლა სასაცილო იქნებოდა, სინამდვილეში სატირალი რომ არ იყოს , სწორედ ამგვარ ნიუანსებში მთელი სიმძაფრით ჩანს ის გულგრილი დამოკიდებულება რომელსაც ჩინოვნიკები საკუთარი მოქალაქეების პრობლემების მიმართ იჩენენ.

„არ გვინდა ვინმემ ის თქვას რომ აი ამათ ეხლა ფული უნდათ და ამის გამო ყვირიან და არიან ერთ ამბავში, არ ვართ ესეთი ხალხი, კმაყოფილები ვართ ჩვენი საცხოვრებელი სახლებით გვიყვარს ჩვენი სოფელიც, ამის იქითაც გვაქვს  ცხოვრება ასე თუ ისე მაგრამ რატო უნდა გაგვიფუჭდეს რამე და რატო უნდა დაგვიზიანდეს რამე და მოულოდნელად რატო უნდა მოხდეს კატასტროფა ჩვენ სახლებში.“ – განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა თამთა პერანიძემ.

„პასუხსიმგებლობა კომპანიასაც ეკისრება, სახელმწიფოსაც ეკისრება, იმიტომ რომ ნებისმიერი სახელწიფოსთვის ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ერთ ერთი პრიორიტეტული საკითხია ყველა ქვეყანაში და ჩვენთან არ ვიცი როგორ არი.“ – განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმ ლელა მანაგაძემ.

სოფელ ფუთიდან ორიოდე კილომეტრში მდინარის გადაღმა ზესტაფონის ის უბანია რომელსაც აქაურები ელემენტების უბანს ეძახიან, გამწვანებულ ფერდობზე ეს ლითონის კონსტრუქცია თებერვლის თვეში ამოიზარდა.

ასი ცდიდან ვერაფრით  გამოიცნობთ რას აქვს ეს მეტალის ღობე შემოვლებული. რას და ზრდასრულ კაკალს რომელიც ცოტა ხნის წინ მიწამ ჩაყლაპა.

ამ ქვეყანაში ხეებს რომ უცნაური ხვედრი ხვდათ წილად ჩვენც და ხეებიც დიდიხანია შევეგუეთ ალბათ. რას ვიზავთ ზოგიერთ მათგანს უმართლებს და ზღვაში მოგზაურობს,  ზოგიერთ მათგანს ბედი არ წყალობს და უფსკრულში იჩეხება.

„ჩემი სამანქანო გზა აღარ მაქვს, ჩაიტანა. მითხრეს რომ გვირაბი გავა 150 მეტრშიო, მერე მოდის მეორე არ ვიცი ვინ იყო და დებს დასკვნას რომ ხარ 66 მეტრში, ვერ გავიგე 150 ში ვარ 66 ში ვარ მაგრამ აღმოჩნდა რომ უფრო ახლოს ვარ. ადრე მოვიდნენ 200 მეტრის რაიდუსში ყველა სახლი აღნიშნეს, ამ რადიუსში 45 ოჯახი ჩაეტია, 45 ვე ოჯახში არის თაბაშირით აღნიშნული დაბზარულები, მომატებულია ყველგან პასუხისმგებელი ვარ, იმიტო რომ ამ აფეთქების შედეგად ინგრევა სახლები და მოდიან და იძახიან რომ ძველი აშენებულია, ეხლა ისეთი ცხოვრებაა პატივცემულო ძალიან ძვირია სახლის აშენება, მარა რაც გვაქვს ამასაც გვინგრევენ. განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა კონსტანტინე კახელმა.

უფსკრულის მიერ კაკლის ხის ჩაყლაპვის და სამანქანო გზის გაქრობის შემდეგ რამდენიმე საათში კონსტანტინე კახელს და მის მეზობელს უარესი თავსატეხი გაუჩნდათ. მათი სახლებისკენ მეწყერი დაიძრა.

„ყველა მეუბნება ჩემი საქმე არაა ჩემი საქმე არააო შვილებო, შეწუხებული სული გვიდგია, არავინ შეგვიწუხებია დღემდე, საუკუნეა ცხოვრობს ეს ხალხი აქ, აი აქ ახლა როგორ ვიცხოროთ, აი იქ ბასეინი რომ მოსჩანს ისაა ჩემი ეზო უკვე, აგერ ჩემი სახლია, ცოტა რო გაწვიმდება, ეხლა ცოტა დაიწია თორე შიფერების სიმაღლეზე იყო იმხელა ლაფი იდგა  ვეღარ ვმოძრაობდით, საგზაო დეპარტამენტი აქ იყო და სუყველა მარა მიგვატოვეს მას მერე და ამ დღეში ვართ, ის თუ არ გაკეთდა ჯერ ამას თუ არ გაწმინდავ ვერ გაიტან და მერმაც ესე გვითხრა რომ ტრაქტორი არ გვყავსო და ჩინელებს უთხრა რომ თქვენ გაწმინდეთო.“ -განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა თამარ ცერცვაძემ.

გზის ჩახერგვის გარდა მეწყერმა კალაპოტი შეუცვალა იქვე არსებულ წყაროს, წყლისა და ლაფის ნაკადმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაფარა.

ეს იყო სულ სველი და რო დაიწყო დაფშვნა დაფშვნა, იმიტო რო წყალი  აწვებოდა ნელნელა სულ წამოვიდა ქვევით, ეტყობა კიდეც ერთი წლის გაკეთებული გვაქვს რემონტი და რამდენი გაწვიმდება სველდება ეტყობა კიდევაც, ინვალიდი მამა მყავს 2 მცირეწლოვანი ბავშვი, სასწრაფო ქვემოდან ამოდის კიბეებზე და მეუბნებიან რომ სამანქანო გზა არის და მაგასაც ვნახავთ რომ არ არის. ჩემი სამანქანო გზა სხვა არის, მეწყერი რო ჩამოვიდა ჭიშკარი დაიტბორა მთლიანად ფეთქებიდან გამომდინარე დასკდა  სახლი და  შემოვიდა თორე აქ 40 წელია წყალი არ შემოსულა.- განაცხადა სოფელ ფუთის მცხოვრებმა ალექსანდრე კახიძემ.

ამ ოჯახის გასაჭირი დაბალი თუ მაღალი რანგის ყველა ჩინოვნიკმა ნახა, თუმცა 2 თვეზე მეტია გასული და ვითარების გამოსწორების შესახებ არავის კრინტი არ დაუძრავს.

მიუხედავად იმის რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანის კერძო საკუთრება ზიანდება და უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ამ ადამიანებთან არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც სამხარეო ხელისუფლებას ამ ადამიანებთან არანაირი კონტაქტია არ აქვს, შეიძლება ითქვას პირიქით კომპანიასთან ერთად შეთანხმემით ადგილობრივი ხელისუფლება და სამხარეო ადმინისტრაციაც კი ამ ადამიანებს ამყოფებენ როგორც ინფორმაციულ ვაკუუმში , ასევე უამრავ ტყუილს ეუბნებიან, ატყუებენ ყოველდრიურად და უნდა ითქვას რომ პრობლემა თავშია როდესაც ხელისუფლება ეუბნება კომპანიას კერძო სექტორს რომ ის მოუგვარებს ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემას, აი პრობლემა იწყება აქედან და შემდეგ მივდივართ იქამდე რა სიტუაციაც ეხლა გვაქვს.- აცხადებს თემურ ცამციშვილი

სიტუაცია კი რიკოთის უღელტეხილის  იმ მონაკვეთზე სადაც ჩქაროსნული გზის მშნებლობა მიმდინარეობს სახარბიელო ნამდვილად არ არის. ამ ფაქტის ყველაზე ნათელი დადასტურება ის შეზღუდული გრაფიკია რომლითაც ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერია დასავლეთის და არმოსავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი უკვე 2 კვირაზე მეტია მუშაობს.

პროექტი რომელიც 3 მილიარდი ლარი უჯდება მოქალაქეებს და ეს არის სესხი, თავზე ჩამოგვექცა ფაქტობრივად, რაც თავისთავად არის გულგრილობის და დაუდევრობის შედეგი. იმ კორუფციული ინტერესების შედეგი რის გამოც შეირჩა ჩინური კომპანიები და ჩვენ ვხედავთ ჩინურ ეფექტს ამ სამუშაოებზე, ჩვენ ვხედავთ ინფარსტრუქტურას რომელიც უკვე წელს უნდა სრულდებოდეს ფაქტობრივად არის ჩამონგრეული და ალბათ ორჯერ  მეტი დაგვიჯდება ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ ექსპლუატაციაში მიღება. – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ურთულეს რელიეფურ პირობებში დაახლოებით 52 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ჩინურ კომპანიას ჩააბარა. ამ გადაწყვეტილების გამო რომელიც კორუფციის თაობაზე ლეგიტიმურ ეჭვებს აღძრავდა, კითხვები არამხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებს არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც ქონდათ.

„მე მაინტერესებს აქ რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების  მშნებლობისთვის, ჩვენ ისეთი გვირაბების მშნებელობა შეგვიძლია რაც ჩინურზე უკეთესია. პრობლემა გაცილებით უფრო რთულია, ჩინური კოპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს და მიმზიდველ პირობებს ისინი აშენებენ მათი მეთოდით. არ ვამბობ რომ რაც ჩინურია ცუდია თუმცა ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან  კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში ცოტა გაოცებული ვიყავით როდესაც აღმოვაჩინეთ რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ გადაწყვიტა  ჩინეთთან თანამშრომლობა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად.“ -განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.

პოლონეტის ელჩის ამ ინტერვიუმდე იყო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „ჯაიკა“ რომელთანაც საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თბილისი- სენაკის -ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა -არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია მშნებლობის თაობაზე მემორანდუმიც კი გააფორმა.

ეს მემორანდუმი ითვალისწინებდა იაფ სესხს 1% , ამას თავად მოყვებოდა იაპონური კომპანიები რომლებიც სპეციალიზირებული არიან ესეთ სახიფათო ზონებში მშნებლობის თვალსაზრისით და მათ ექნებოდათ დარწმუნებული ვარ უფრო მაღალი ხარისხი და სტანდარტი  თუმცა აი ამ შეთანხმებაზე რომელიც იყო მომგებიანი ჩვენი სახელმწიფოსთვის ვინაიდან დამატებით ბონუსად ვიღებდით სპეციალურ ტექნიკას საჩუქრად ეს მემორანდუმი გადადო გვერდით წავიდა და აზიის განვითარებიდან წამოიღო უფრო ძვირი სესხი რომელიც ჩვენი გადასახდელია ცხადია და ამას მოყვა ამ აზიის განვითარების ბანკიდან წამოღებულ ფულს ჩინური კოპანიები და ცხადია აქ არის კორუფციული ინტერესები რომელსაც ჭირდება გამოძიება მაგრამ ცხადია ხელისუფლება რომელიც თავად არის ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე  კორუფციის თვალსაზრისით არ გამოიძიებს ამ საქმეს.- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამჟმად რიკოთის უღელტეხილზე ორი ისეთი მონაკვეთია რომლებისგანაც მოსალოდნელი საფრთხე ძალიან თვალსაჩინოა თუმცა იმის გათვალისწინებით როგორ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი ძნელად პროგნოზირებადია მეწყერი სად ან კიდევ როდის ჩამოწვება. 

ჩვენ გადავაყოლეთ კომპანიის ინტერესებს საეჭვო რეპუტაციის კომპანიის, ისეთი რაღაც აქვს გაკეთებული ამაც არც ერთი თავმოყვარე კომპანია არ აკეთებს, იქ რაც ვნახე მე. ჯერ როგორ შეიძლება გამაგრებებს ეძახოდნენ ფაქტობრივად და ფიქალზე იყო ან დაანკერება გაკეთებული ესეთი არაფერი მინახავს, ფიქალი რომელი კლდოვანი ქანი ნახეს მაგათ, წამოვიდოდა ეს კედელი აბა რას გიზავდა, თან ყველა ეტაპზე ხსნიან ამას ხო, ყველგან დაბზარვა არის, ხსნიან უკვე იმ დაფერდებებზე, იმიტომ რომ სისულელე აქვთ გაკეთებული, ეს ხომ თანხა ჯდება, ეს ხომ ამ ქვეყნის ვალია, ჩემი ვალია და მომავალი თაობის გადასახდელი ვალია. საჩუქარი ხომ არ ყოფილა.- განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური  მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

ამ პროექტის განხორციელების შედეგად რა შესაძლო ზიანი მიადგებოდა გარემოს სახელმწიფომ კანონის თანახმად წინასწარ შეისწავლა.მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში იმ საფრთხეებზე რომლებსაც დღეს ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ სიტყვაც არ არის ნათქვამი.

რომ ავიღოთ „გზშ“  ამ რიკოთის მონაკვეთის, მხოლოდ ორად ორჯერ არის ნახსენები მეწყერი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ როდესაც მეწყერი თუ მოხდა რა უნდა გაკეთდეს, 112 ში რომ უნდა დარეკოს და უსაფრთხოება დაცული რომ უნდა იყოს თანამშრომლების და მოქალაქეების. სხვა შემთხვევაში მის მოლოდინზე და ასე შემდეგ არაფერი არ არის ნახსენები და ეს „გზშ“ არის დოკუმენტი სადაც ყველაფერი კარგად არის, ეს არის დოკუმენტი რომლის საჯარო განხილვაც უნდა მომხდარიყო – განაცხადა „ევროპული საქართველო“-ს წევრმა ბესიკ დონაძემ.

როგორც დოკუმენტებით დასტურდება საჯარო განხილვა ქარტული ოცნების ხელისუფლებისთვის, საკუთარ 30 მხარდამჭერთან შეხვედრაა, რომელიც პროექტის დაწყებამდე ზესტაფონში ნამდვილად შედგა.

დოკუმენტში ასევე წერია რა კითხვები დაისვა დამსწრე საზოგადოებისგან. მაგალითად საერთოდ არ არის კითხვა დასმული მეწყერთან დაკავშირებით ან მოსალოდნელ ბუნებრივ კატაკლიზმებთან, მაგალითად დასმული არის შეკითხვა რომ ლამპიონების შეცვლა ხომ არ იმოქმედებს გადამფრენ მფრინველებზე -განაცხადა „ევროპული საქართველო“-ს წევრმა ბესიკ დონაძემ.

96 ხიდიდან და 53 გვირაბიდან რომელიც თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზის რიკოთის მონაკვეთზე უნდა აგებულიყო დღეის მდგომარეობიტ მხოლოდ ნაწილი და ისიც ღმერთმა უწყის რამდენად უსაფრთხოდ არის აშენებული. არადა პროქტი რომლის განსახორციელებლად ქვეყანას 1 მილიარდი დოლარის სესხი აქვს აღებული ჯერ კიდევ 2022 ივნისში უნდა დასრულებულიყო.