ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

რატომ გაჭიანურდა ბათუმის II სკოლის რეაბილიტაცია? – ანტიკორუფციული მოძრაობა კორუფციაზე საუბრობს

რატომ გაჭიანურდა მეორე სკოლის რეაბილიტაცია და რატომ ჩაურიცხა დაუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად აჭარის განათლების სამინისტრომ კომპანიას  თანხა  სრულად? – ამ კითხვებით ანტიკორუფციული მოძრაობა აჭარის განათლების სამინისტროს მიმართავს.

‘’ანტიკორუფციული მოძრაობა’’ სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. ამბობენ,  რომ სამინისტრომ კომპანიას, რომლესაც რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა,  ვადა 4  ჯერ გადაუვადა, ამასთან  483 ათასი  ლარი უკვე  ჩაურიცხა. დაუსრულებელი სამუშაოების გამო კი  სასწავლო პროცესი ისევ ონლაინ  რეჟიმშია.

აჭარის განათლების სამინისტროში აცახდებენ, რომ სწავლა ეტაპობრივად 3 ოქტომბრიდან განახლდება, რაც შეეხება კომპანიისთვის ვადების გახანგრძლივებას, ამას სამინისტრო არ ადასტურებს.