რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია. შეგახსენებთ, რომ აგრესორ რუსეთს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
სწორედ ამიტომ, დასავლეთმა საერთაშორისო სანქციები დაუწესა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოს უშიშროების საბჭომ 2014 წელს მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც მკაფიოდ განისაზღვრა საფრთხეები, მათ შორის ის რომ რუსეთი მტრულად განწყობილი და ოკუპანტი ქვეყანაა და არის რეალური საფრთხე იმის რომ კონფლიქტის განმეორების რისკი მაღალია. უსაფრთხოების ეროვნული კონცეფცია საკუთარ ვებ-გვერდზე გაზიარებული აქვს თავდაცვის, უშიშროების და უსაფრთხოების საბჭოს დაწესებულებებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული საწვავის აქტიური შესყიდვა მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ჩაატარა მოკვლევა და მოამზადა დოკუმენტალურად დადასტურებული შუალედური დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში და დღემდე, გამოაშკარავდა სანქცირებული რუსული საწვავის 14 სახელმწიფო შესყიდვა, 9 სახელმწიფო უწყების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ საწვავის მიმწოდებლები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და ფიგურირებენ ქართული ოცნების შემომწირველთა სიაშიც. რუსული საწვავის მთავარი შემსყიდველები არიან ისეთი უწყებები, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რკინიგზა, სსიპ „დელტა“ და სხვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ა/წ 8 თებერვალს, საწვავის მიწოდებაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელზეც წინადადების მიღება დაიწყო 6 მარტს და დასრულდა 11 მარტს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, კერძოდ „პეტროკასფუელ სერვის ჯორჯიამ“, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტის შვილობილი კომპანიაა. 2022 წლის 1 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „პეტროკას“ შორის 887 500 ლარის ღირებულების საწვავის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საუბარია საავიაციო საწვავზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვას თან ერთვის შპს „პეტროკასის“ წარმოშობის სერთიფიკატი, რითიც კიდე ერთხელ დასტურდება, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია არის ნამდვილად სანქცირებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ „პეტროკასის“ ყოფილი მფლობელი დავით იაკობაშვილი, უკრაინის მიერ შეყვანილია სანქციათა სიაში, როგორც მჭიდრო კავშირის მქონე პირი, იმ რეჟიმთან, რომელიც აწარმოებს უკრაინაში გენოციდს.
2022 წლის 28 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინდ. მეწარმე რევაზი გაბუნიასგან შეისყიდა 10500 ლარიანი ღირებულების თხევადი აირი(განცხადების ნომერი: NAT220002872). საწვავის მწარმოებელი რუსული კომპანია შპს „გაზპრომპერერაბოტკაა“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიმწოდებელ რევაზ გაბუნიასთან მიმართებით იკვეთება კავშირები სენაკის საკრებულოს ყოფილ დეპუტატთან- დავით ხუხიასთან (პოლიტიკური პარტია- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“). ამავე წლის 10 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დადო ხელშეკრულება შპს „ჯორჯიან გაზ იმპორტთან“(განცხადების ნომერი: NAT220003299). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პროპანის გათხევადებული აირის შესყიდვა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1480 ლარს. საწვავი არის რუსული წარმოშობის.
2022 წლის 5 აგვისტოს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გააფორმა 352 008.16 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასს „ვისოლპეტროლიმ ჯორჯიასთან“(განცხადების ნომერი: GEO220000404). ხელშკრულების ობიექტს წარმოადგენდა რუსული წარმოშობის დიზელის საწვავი (78400 ლიტრი). აღსანიშნავია, რომ ამ შესყიდვამდე შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებდა აზერბაიჯანული საწვავის შესყიდვას, რომლის ღირებულებაც დიზელის საწვავზე ნაკლები იყო.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ 2022 წლის 18 მაისს ხელშეკრულება გააფორმა რევაზ გაბუნიასთან და შეისყიდა რუსული წარმოშობის თხევადი პროპანი(განცხადების ნომერი: NAT220008027). მოცემული საწვავის მწარმოებელი კომპანიაა შპს „გაზპრომპერერაბოტკა“, ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი შეადგენდა 5 856 ლარს.
2022 წელს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებდა რუსული საწვავის შესყიდვას. 2022 წლის 17 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე რევაზ გაბუნიასთან. ხელშეკრულების ობიექტია თხევადი გაზი-პროპანი(განცხადების ნომერი: NAT220009091), რომელიც რუსული წარმოშობისაა და აწარმოებს შპს „გაზპრომპერერაბოტკა“. ამავე წლის 30 აგვისტოს „საქართვერლოს რკინიგზამ“ რევაზ გაბუნიასგან შეისყიდა რუსული წარმოშობის თხევადი აირიც(განცხადების ნომერი: NAT220015640). აღნიშნულ მიმწოდებელთან გაფორმდა 2022 წლის 1-ლი სექტემბრის ხელშეკრულებაც, რომლის საგანს კვლავ რუსული წარმოშობის საწვავი წარმოადგენს. მოცემული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენს 28 834.23 ლარს.
რუსული საწვავის მიწოდებას ახორციელებს შპს „აჭარინვესტიც“. 2022 წლის 2 ნოემბერს შპს „აჭარაინვესტმა“ რუსული საწვავი მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას(განცხადების ნომერი: NAT220000544).„აჭარინვესტმა“ 2022 წლის 7 მარტს გააფორმა ხელშეკრულება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან(განცხადების ნომერი: NAT220000205), რომელიც ასევე ითვალისწინებდა რუსული საწვავის მიწოდებას (თხევადი გაზი-პროპანი). ამავე წლის 24 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ქედის მუნიციპალიტეტთან(განცხადების ნომერი: NAT220015658), რომლის საგანს წარმოადგენდა ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის თხევადი აირის მიწოდება. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ შეადგინა 65 202.48 ლარს. ამას გარდა, შპს „აჭარინვესტის“ ერთ-ერთი მესაკუთრე- ნინო ჯაფარიძე, რომელიც აჭარინვესტში ფლობს 33%-იან წილს, არის ქართული ოცნების შემომწირველი. თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღით ადრე მან ქართულ ოცნებას შესწირა 40 000 ლარი.
მოცემული მცირე ჩამონათვალია იმ უწყებების თუ კომპანიებისა, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში რუსული საწვავის შესყიდვას. 2022 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით რუსულ საწვავზე დახარჯული თანხის საერთო ღირებულება შეადგენს 1 350 784.54 ლარს. ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში საჯარო დაწესებულებებისთვის ევროპული საწვავის შესყიდვა ხდებოდა. თუმცა, ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში შეიცვალა , უშუალოდ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ ლოგისტიკური უზრუნველყოფა და შესყიდვები გადალაგდა, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობისას კი ქართული ჯარის მიმწოდებელი საწვავის ნაწილში რუსული სანქცირებული კომპანიის შვილობილი კომპანია „პეტროკასი“ გახდა, რომელიც ქართულ არმიასა და ჯავშანტრანსპორტიორებს რუსული წარმოების საწვავს აწვდის.