ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

ანტიკორუფციული მოძრაობა ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

2022 წლის 11 ოქტომბერს, ანტიკორუფციული მოძრაობის გამგეობის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა და პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს.

ანტიკორუფციული მოძრაობის მთავარი გზავნილები იყო:

  1. საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება ევროპული ინტეგრაციის პროცესში;
  2. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და ჰუმანიტარული ტრანსფერის მნიშნელობა;
  3. დასავლური სანქციების გვერდის ავლის კონკრეტული მტკიცებულებების გადაცემა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის სანქცირება.

აღნიშნულ თემებზე შეხვედრები გავმართეთ ევროპარლამენტარ ცარიუშ ვოლსკისთან, ანდრიუს კუბილიუსთან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის ქრისტიან-დემოკრატების წევრიდარასა იუკნევიჩიენესთან, რომელიც ასევე წარმოადგენს ევროპის სახალხო პარტიას ქრისტიან-დემოკრატების ვიცე თავმჯდომარეს.