27 სექტემბერს, 10:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა საქათველოს პარლამენტის შესასვლელის წინ მდებარე ოლივერ ვორდროპისბაღში აქცია-პერფორმანს გამართეს და საჯარო დაწესებულებების მიერ რუსული სანქცირებული პროდუქციის შეძენა გააპროტესტეს.
ანტიკორუფციული მოძრაობაში აცხადებენ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას ესხმის თავს, არამედ აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსული სანქცირებული პროდუქციის შესყიდვას, რითაც ირიბად თუ პირდაპირ – პუტინის ბარბაროსული ომის მხარეს დგას. ორგანიზაციამ წარმოგიდგენა საჯარო დაწესებულებები რომლებმაც პუტინის ბარბაროსული ომს დაწყების შემდეგ შეიძინეს რუსული სანქცირებული პროდუქცია:
1)თავდაცვის სამინისტრო – 305 100 ლარი 2)საქართველოს რკინიგზა (3 ტენდერი) – 30 787,80 ლარი 3) 9 მუნიციპალიტეტი (ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, შუახევი 2 ტენდერი, ხობი 2 ტენდერი, ქობულეთი, ქედა, ხულო, ვანი) – 252 627,28 ლარი 4) შპს „საქართველოს მელიორაცია“ (გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში) – 353 008,16 ლარი 5) შსს და შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი (2 ტენდერი) – 11 980 ლარი 6) დელტა (თავდაცვის სამინისტროს სსიპ) – 5856 ლ სულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილი პროდუქციის ჯამმა 956 359.24 ლარი შეადგინა.
,,საჯარო დაწესებულებები, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სიპები და ააიპები ორკესტრირებულად ახორციელებენ რუსული პროდუქციის შესყიდვას. განსაკუთრებით სენსიტიურია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები, ვინაიდან საკითხი შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, სადაც მთავარი საფრთხე, ოკუპანტი რუსეთია და ამ დროს, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ქართული ჯარისთვის ყიდულობს რუსულ სანქცირებულ საწვავს და სხვა ატრიბუტიკას – სანქცირებული როსნეფტისგან და გაზპრომისგან.
შესყიდვების ძირითადი ნაწილი გამარტივებული სტატუსის მქონეა, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციული ინტერესები, რასაც სისტემური ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ მივმართავთ საპარლამენტო ჯგუფებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პარლამენტს არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა ჯგუფებმა მაკონტროლებელის როლი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულონ’’ – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის დირექტორმა ლაშა ფარულავამ.
საილუსტრაციოდ გამოვფინეთ საინფორმაციო ქარდები, სადაც აღწერილია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მიერ მმართული ხელისუფლების შესყიდვები, რომელიც ძალიან მძიმეა მაგრამ ფაქტია ჩვენი ხელისუფლება არამარტო განცხადებებით, არამედ კონკრეტული საქმითაც დგას პუტინის ბარბაროსული ომის მხარეს – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა ტიტე გედენიძემ.