დღეს, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა ბელარუსის საელჩოსთან
საპროტესტო აქცია გამართეს, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე
ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით აფხაზეთში, რომელიც ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თავხედურ დარღვევას
წარმოადგენს.
ანტიკორუფციული მოძრაობა მთავრობისგან ითხოვს:
- შეუერთდეს დასავლეთის მიერ ბელარუსიის ავტორიტარული რეჟიმის
წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. - შეწყვიტოს დიპლომატიური, ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობა
- ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიაზე
აეკრძალოთ შემოსვლა. - ბელარუსიის სახელმწიფო ავიაკომპანია ““Belavia Airline”-ს შეეზღუდოს
საქართველოს ცით სარგებლობა ტრანზიტული ფრენებისთვის. - შეიზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსიის სახელმწიფო
ნომრით მოძრავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
შეზღუდვა გავრცელდეს, როგორც საქართველოს დანიშნულებით, ასევე
ტრანზიტით მოძრავ სატვირთო ავტოტრანსპორტზე.
აქციის დასასრულს მოძრაობის წევრებმა სიმბოლურად დაუტოვეს ბელარუსის
ელჩს ბანერი, სადაც ეწერა ,,Abkhazia is Georgia”