ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

„ანტიკორუფციული მოძრაობა“ – უჩა მამაცაშვილი „განცდილი სულიერი ტკივილის სანაცვლოდ“ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 15 ათასის ნაცვლად 150 ათას ლარს ითხოვს

დღეს  საქართველოს უზენაეს სასამართლოსთანერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და ანტიკორუფციული სამდივნოს ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ ბრიფინგი გამართა.

საკითხი შეეხო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის და მისი ოლიგარქიული კლანის თვალსაჩინო წევრის უჩა მამაცაშვილის სასამართლო სარჩელს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში განიხილავს მოსამართლე რევაზ ნადარაია.

უჩა მამაცაშვილმა,როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ანტიკორუფციული მოძრაობის’’ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს, ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას სასამართლოში ცილისწამებასა და მიღებული სულიერი ტკივილის თაობაზე უჩივლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა დიდავამ, მოსარჩელე უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და მოპასუხეებს: გაკეთებული განცხადებების უარყოფა და უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის სანაცვლოს 15 000 ლარი დააკისრა.  აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასამართლო მეგობრის მოსაზრება გაუზიარა სასამართლოს, სადაც პირდაპირ ჩაწერა რომ მოსაჩელის მიერ წამოწყებული სამოქალაქო დავა, პოლიტიკურ დევნის მკაფიო ნიშნებს შეიცავს და სარჩელის დაკმაყოფილება უფლებადამცველთა საქმიანობის შეზღუდვასთან ერთად: სამართლებრივად მსუსხავი ეფექტის მქონე იქნებოდა.

,,სასამართლოს ორმა ინსტანციამ, დაბალი სამართლებრივი სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილება, თუმცა მეტად შემაშფოთებელია უზენაესი სასამართლოს დამოკიდებულება.კერძოდ,საპროცესო კოდექსის დარღვევით უჩა მამაცაშვილი  მოპასუხეებისგან კვლავ 150 000 ლარს ითხოვს, მიუხედავად იმისა რომ თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება, უჩა მამაცაშვილს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, მოსამართლე რევაზ ნადირაიამ უჩა მამაცაშვილის სასარჩელო მოთხოვნა 150 000 ლარის დაკისრების თაობაზე სასამართლო წარმოებაში განსახილველად მაინც მიიღო. რაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური დევნის სიგნალია, სადაც სასამართლო გამოყენებულია როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი’’ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

,,ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა უჩა მამაცაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულის მფარველობაში და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაში ვამხილეთ. საუბარი ეხება ეგრეთწოდებულ „ქოლცენტრებს“ რომლებიც თაღლითური გზით ახდენენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ძარცვას. უმძიმეს ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულს მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და  მიმდინარეობს  გამოძიება ათეულობით ფაქტზე, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპოლის გამომძიებლებთან, ვინაიდან აღნიშნულ დანაშაულს საქართველოში ჰყავს კონკრეტული მფარველები და სავარაუდოთ ერთ-ერთი მათგანია არაფორმალური მმართველი უჩა მამაცაშვილი.

ამ სასამართლო მასკარადით, ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სურვილია გაგვაჩუმოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები, რომ შევწყვიტოთ მათი მხილება კორუფციაში, აღარ ვახსენებდეთ მათ  სახელებსა და გვარებს, ჩადენილ დანაშაულებს. მათ სურთ მარტო დარჩნენ, მიტაცებული ძალაუფლების პირობებში სრულად აკონტროლონ სახელმწიფო სტრუქტურები, სასამრთლო კორპუსი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. დღეს საქართველოში  ოლიგარქიული რეჟიმი დევნის პოლიტიკოსებს, მედია მენეჯერებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ამისთვის კი წარმატებით იყენებს მონურ მორჩილებაში მყოფ ძალოვან უწყებებსა და სასამართლოს.

ეს პროცესიც ამის დემონსტრირებაა, მათი ამოცანაა ხელი შეგვიშალონ ჩვენს  საქმიანობაში, შეგვიქმნან დისკომფორტი, ფინანსური პრობლემები, რომ ჩვენ შევწყვიტოთ მათი მხილება,  თქვენ ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო ვეღარ იგებდეთ როგორ იპარავენ თქვენს ფულს, გართმევენ მომავალს და უკეთეს პერსპექტივას. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ იმ განუკითხაობაზე რაც დღეს ხდება ქვეყანაში და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების ფორმულა არსებობს და ეს არის ანტიკორუფციული მოძრაობა“ – განაცხადავასო ურუშაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსამართლე რევაზ ნადარაიასგან მოითხოვენ:ზეპირი მოსმენით, ღიად და საჯაროდ  განიხილოს მამაცაშვილის სარჩელი.