საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვა-ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი ქუთაისის მერიაში ხელფასების ზრდას აფასებს
ქუთაისის მერიაში ხელფასების 50%-ით გაზრდის შესახებ გამართა დღეს ბრიფინგი ანტიკორუფციული მოძრაობის ოფისში მოძრაობის წარმომადგენელმა ბაქარ ახობაძემ.მან ხელფასების ზრდის ფაქტი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა.
,,საჯარო სექტორში დაანონსებულია ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა,ქუთაისის მერიაში ხელფასები საშუალოდ 50 პროცენტით გაიზარდა,ხელფასები 190-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა,იმ ფონზე, როცა აუდიტის დასკვნით ქუთაისის მერიაში 2021 წელს ჯილდოს და დანამატის სახით მილიონ ლარამდეა გაცემული,ასევე იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები სხვადასხვა სამსახურების შექმნით,როგორიცაა ინსპექტირების სამსახური, რომლის ფუნქციებს რეალურად მერია უნდა ასრულებდეს.ამ ფონზე კი ქუთაისის მერია 100000 ლარს თანამშრომლების ტრენინგებზე ხარჯავს.ეს არის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და გაფლანგვა, რომლის მიზანია ბიუროკრატიის ზრდის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების ზრდა,,-განაცხადა ბაქარ ახობაძემ.