8 თებერვალს 13:00 საათზე ანტიკორუფციულმა მოძრაობამ საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
განცხადება გააკეთა.
ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ფარულავა
აცხადებს:
„2021 წელს სემეკმა მოსახლეობას გაუზარდა კომუნალური გადასახადები,
რომელიც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ყოველთვე დამოკლეს მახვილივით
გვადევს კისერზე. ეპიდემიისგან გამოწვეულმა კრიზისმა და არასწორმა
სამთავრობო პოლიტიკამ ხალხი გააღარიბა. ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი
შიმშილობს. ამ დროს სემეკის 5 წევრმა გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მოაწყო
კომფორტი, 2021 წელს სემეკის ხუთმა წევრმა სარგოსა და პრემიის სახით მიიღო 1
050 849 ლარი. ამასთანავე კომისიის წევრები დაუფარავად ეწევიან
სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდას, ამ საქმიანობაში გამორჩეული
პერსონაჟია სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.”