ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

ჭავჭავაძის გამზირზე გზის რებილიტაციის შედეგად აყრილ მეორად ქვაფენილს 5 ლარად ყიდიან

ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.გამზირის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.ტენდერის ღირებულება 5 მილიონია. ერთ-ერთი, რაც ადგილზე კეთდება, იცვლება ქვაფენილი, თუმცა ,როგორც თემურ ცამციშვილი ამბობს,   ქვაფენილის საკმაოდ დიდ ნაწილს, დაუზიანებელს, კომპანიის წარმომადგენლები გვერდით აწყობენ და  შემდეგ ყიდიან.

,,ბრიფინგის თემაც ეს არის. რომელი ფილებიც  ვარგა, რატომ ყიდიან ,რომელიც ვარგა, ხომ შეიძლებოდა ისეთ ადგილას გამოყენებულიყო ქუთაისში, სადაც გავლა შეუძლებელია და ასეთი ადგილი ამ ქალაქში სამწუხაროდ,ბევრია,,-თემურ ცამციშვილი,ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მან დღეს ფოტო მასალა და აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ფილები ნამდვილად იყიდება.

ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი კვადრატული  მეორადი ფილა 5 ლარი ღირს.