ანტიკორუფციული მოძრაობა დაარსდა 2021 წლის დეკემბერში.
დიდი ძალისხმევითა და აქტიურობით ანტიკორუფციულმა მოძრაობამ სტაბილურად დაიმკვიდრა თავი საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩვენი მიზანია ადამიანის ძირითადი უფლებების, მათი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების დაცვა და განმტკიცება, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს რეგიონალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა.