2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და გასცა რეკომენდაცია სახელწოდებით “ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე”, ეს რეკომენდაცია შედგება 12 პუნქტისგან, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად.
რეკომენდაციის მეექვსე პუნქტი ეხება “დეოლიგარქიზაციის” განხორციელების ვალდებულებას ,,ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით’’.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ოლიგარქების მავნე ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე არაერთხელ აღუნიშნავთ როგორც ევროკავშირის სხვვადასხვა ორგანოებს ისე აშშ-ს სენატს და სხვა დასავლელ აქტორებს. ოლიგარქები პუტინის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად შეაფასეს პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაციისთვის ამერიკელმა კონგრესმენების ჯგუფმა 2020 წლის ზაფხულში და მათგან გამოყვეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის, როგორც პუტინის ახლო მოკავშირის როლი.
დეოლიგარქიზაციის პროცესი დეივანიშვილიზაციად შეაფასა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი პირდაპირ ჩაიწერა რეკომენდაცია ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობაზე.
ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ბიძინა ივანიშვილს და მის კლანს მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებად სწორედ ამიტომ ჩაიწერა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა ევროკომისიის რეზოლუციაში. შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდეს როდესაც ოლიგარქს და მის კლანს მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ეკონომიკური ბერკეტი ქვეყანაში.
ანტიკორუფციული მოძრაობის მთავარ მიზანს სწორედ ამ ოლიგარქული კლანის მიერ ქვეყნის მიტაცების კრიმინალური-კორუმპირებული სქემის მხილება და დეოლიგარქიზაციის პროცესის განხორციელება წარმოადგენს.