ანტიკორუფციული მოძრაობა

acmdl
EnglishGeorgian

„Edison Research-ის კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ იქნება.

„Edison Research-ის კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანების მკაფიო და ურყევი არჩევანი არის საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში, ინტეგრირება ევროკავშირში და ამ პერსპექტივას ისინი ხედავენ ოპოზიციასთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის სტაბილურად მზარდი და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას აქვს რესურსი ხელისუფლებაში მოსვლის და ქვეყნის განვითარების იმ კონკრეტული დაკვეთის საპასუხოდ, რა დაკვეთაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს – ეს იქნება ჩვენი ინტეგრირება ევროკავშირში, ეკონომიკური განვითარება და იმ პერსპექტივების რეალიზება, რომელიც ჩვენ არ გვეძლევა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების პირობებში, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამავდროულად არიან პროდასავლური ღირებულებების და ორიენტაციის მატარებლები, ბარიერს ზემოთ აღმოჩნდნენ და მათთან ერთად შევქმნათ კოალიციური ხელისუფლება, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მონაწილეობდეს ხელისუფლების მართვაში. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის დემოკრატია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დემოკრატიული პარტია დღეს, რომელმაც დანერგა შიდა დემოკრატიული პროცესები, დაწყებული თავმჯდომარის არჩევნებით, გაგრძელებული მაღალი თანამდებობის გადანაწილების ნაწილში და ეს არის გამოცდილება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცევს ყველაზე ძლიერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიად, რომელსაც აქვს რესურსი მართოს ხელისუფლება, დაამარცხოს  ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მმართველობა, ამავდროულად ითანამშრომლოს და შექმნას კოალიცია ყველა იმ პროდასავლური პარტიასთან, რომელსაც აქვს იგივე სულისკვეთება, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,“ – ვასო ურუშაძე.