მეწყრული პროცესები ზესტაფონის სოფელ ალავერდში!
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას. მარტის თვეში ძლიერმა წვიმებმა და დიდ თოვლიანობამ დააზიანა საავტომობილო გზა, სახლების წინ არსებული გზა რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ყოველდღიურად გაუსაძლისი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. შეუძლებელია არსებულ გზაზე საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდეს სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მნიშვნელოვნად დაცილებულია სახლის აივნები …